ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Adobe illustrator-ის ტრენინგი ილიაუნის სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

21-ე საუკუნე ინოვაციებისა და გამოწვევების საუკუნეა. ადამიანები კოსმოსურ ხომალდებს ქმნიან მარსის დასაპყრობად და დედამიწიდან მანქანებს უშვებენ.

წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ტესლას მანქანა, კოსმოსური ხომალდი ან თუნდაც ის კომპიუტერი/ტელეფონი/პლანშეტი, რომლის ეკრანზეც ამ ტექსტს კითხულობთ, რომ არა გრაფიკული დიზაინი?

ფაბლაბ ილიაუნი 25 მარტიდან იწყებს Аdobe illustrator-ის ტრენინგს თქვენსა და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს შეხება ექნებათ Adobe Photoshop-თანაც.

► ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2019 წლის 17 მარტისა.

► სააპლიკაციო ფორმა – https://goo.gl/forms/KdBdEs93ApSje4b22
პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 ადამიანს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z


საკონტაქტო პირი: 

ავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.
ელფოსტა: mgebrishvilia@gmail.com

გოგა საათაშვილი – ფაბლაბ ილიაუნის ტექნიკური ექსპერტი.
ელფოსტა: gogasaatashvili@gmail.com

 

ბანერები