ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

30 ივლისს გაიხსნა სამართლის სკოლის საზაფხულო სკოლა

ახალი ამბები

30 ივლისს მე-12 საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ ოფიციალურად გაიხსნა. 

საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას. მასში მონაწილეობენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. პროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისსა და სტეფანწმინდაში (30 ივლისი - 7 აგვისტო).

სკოლის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის სხვა ექსპერტების მონაწილეობით.

სკოლა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.

ბანერები