ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგებში ილიაუნი კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

ახალი ამბები

2018 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსტეტისთვის საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა.

2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 3847 ვაკანტური ადგილი. აქედან, 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე 3435 ადგილი (ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე  - 3305 ადგილი; ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე  - 130 ადგილი), ხოლო ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო ერთწლიან პროგრამებზე* - 432 ვაკანტური ადგილი.   

  • ილიაუნის 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად აირჩია 6579-მა აბიტურიენტმა. პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი ერთ ადგილზე: 1.92
  • ილიაუნის 4 წლიანი ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად აირჩია 6555-მა აბიტურიენტმა. პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი ერთ ადგილზე: 1.98
  • ილიაუნის ყველა პროგრამა (ქართული ენის მომზადების  1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩათვლით) პირველ პრიორიტეტად აირჩია 6928 აბიტურიენტმა. კონკურსი ერთ ადგილზე: 1.8

გთავაზობთ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალურ ანალიზს.

10 ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგი ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივესიტეტი ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე წელს 3305 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები 6555-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.98 იყო. (იხ. გრაფიკი)

10 ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგი საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამებზე წელს 3847 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები 6579-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.92 იყო, რაც 0.04-ით ნაკლებია თავისუფალი უნივერსიტეტის მაჩვენებელზე, რომელსაც წელს საბაკალავრო საფეხურზე 546 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ პრიორიტეტად 1069-მა აბიტურიენტმა აირჩია და პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე კონკურსი 1.96 იყო. (იხ. გრაფიკი).

10 ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროგრამა პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსით

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოში არსებულ 623 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველი არჩევანით კონკურსის რეიტინგში პირველ ადგილზე ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაა  (ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 131; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 8.73).

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსით, ქვეყნის მასშტაბით 10 ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროგრამის რეიტინგში ილიაუნის 3 საბაკალავრო პროგრამაა (იხ. გრაფიკი)

20 ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროგრამა პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსით

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსით, ქვეყნის მასშტაბით 20 ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროგრამის რეიტინგში ილიაუნის 6 საბაკალავრო პროგრამაა (იხ. გრაფიკი)

მსგავსი საბაკალავრო პროგრამების შედარებითი ანალიზი პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით

ქვეყანაში არსებულ მსგავს საბაკალავრო პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, პირველ ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა - 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 131; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 8.73 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის  ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 55; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 201; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.65 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 90; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 329; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.66 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის  ისტორიის საბაკალავრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 70; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 202; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 2.89 (იხ. გრაფიკი) 

ილიაუნის  მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 55; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 75; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 1.36  (იხ. გრაფიკი)

ქვეყანაში არსებულ მსგავს საბაკალავრო პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამა 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 320; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1031; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.22 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1200; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2075; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 1.73 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 18; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 1.2 (იხ. გრაფიკი)

ილიაუნის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის საბაკალავრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 30; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 1 (იხ. გრაფიკი)

 

ილიაუნი მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს ყველა იმ აბიტურიენტს, რომელმაც არჩევანი ჩვენს საბაკალავრო პროგრამებზე შეაჩერა. განსაკუთრებული მადლობა კი იმ 6928 აბიტურიენტს, რომლებმაც ილიაუნი პირველ პრიორიტეტად მიუთითა.


 

 * ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო ერთწლიანი პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების ჩაბარებით. პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი და მისი მიზანია ქართული ენის შესწავლა საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი მოქალაქეებისთვის.

**პირველი არჩევანით კონკურსი ითვლება შემდეგი პრინციპით - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაყოფილი უმაღლესი სასწავლებლის მიერ საბაკალავრო საფეხურზე/კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე;

**პროფილური უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც აქვთ, მაგალითად, მხოლოდ სამედიცინო, მხოლოდ მუსიკალური, მხოლოდ სამხატვრო და ა.შ. პროფილი. 

 

ბანერები