ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები ცნობილია

ახალი ამბები

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 ლარს.

ამ სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტები:

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2017 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაფინანსების პრინციპი:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სახელმწიფო http://www.matsne.gov.ge 43006000022022017414 სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

თუ სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და გათვალისწინებული თანხა ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის, დაფინანსება არ გაიცემა.

დარჩენილი თანხის გადანაწილება

თუ გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა სტუდენტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ არსებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

 გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ არსებული დადგენილების შესაბამისად.

განცხადების წარდგენა

სტუდენტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელო დოკუმენტი.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

იხ. ბრძანება

ბანერები