ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

განცხადებები

2016 წლის 30 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ და კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არუნას აუგუსტინაიტისმა.

ორი უნივერსიტეტი ამჟამად თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Ivesting in Entrepreneurial Universities in Caucasus and Central Asia“ (EUCAINVEST) პროექტის ფარგლებში. EUCAINVEST პროექტის მიზანია უნივერსიტეტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის წახალისება, კრეატიული ცენტრების (CreaLABs) ქსელის შექმნა და კურსდამთავრებულთა ხელშეწყობა სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაში. სამომავლოდ, დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და პერსონალის გაცვლითი პროგრამის განხორციელებაც.

ბანერები