ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ხორვატიაში

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ხორვატია) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის შესახებ. შეხვედრას გაუძღვება აღნიშნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ალან ლაბუსი.

დრო: 24 ნოემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები