ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

თურქეთის სამთავრობო სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

თურქეთის მთავრობა საქართველოში მცხოვრებ თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება სწავლის, საცხოვრებლის, მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები და გამოყოფილია ყოველთვიური სტიპენდია. გარდა ამისა, შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თურქულის ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსით.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა განაცხადი უნდა წარადგინოს ონლაინ შემდეგი ბმულის საშუალებით: https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3u8AYV5

2022 წელი

ბანერები