ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტალინის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას სრული საფეხურის სამაგისტრო პროგრამაზე Educational Innovation and Leadership სწავლის მიზნით.  

პროგრამა მხარდაჭერილია ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის მიერ.

სასტიპენდიო პროგრამა ფარავს მხოლოდ პირველი აკადემიური წლის ხარჯებს – სწავლისა და ცხოვრების საფასურს (ყოველთვიური სტიპენდია 400 ევროს ოდენობით 10 თვის განმავლობაში).

ძირითადი მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომს ან მის ეკვივალენტს;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა. დეტალებისთვის იხილეთ ბმული.

წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კანდიდატებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 1-ელ მაისამდე ბმულის დახმარებით.

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

2023 წელი

ბანერები