სტაჟირების პროგრამა პარმის უნივერსიტეტში (იტალია)
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარმის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი სტაჟირების პროგრამაზე TrainINcoming. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება პარმის უნივერსიტეტის აკადემიურ ან ადმინისტრაციულ ერთეულებში ორი/სამი თვით. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს ევროკავშირის სტრატეგიებისა და პოლიტიკის შესახებ.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სამთვიანი სტაჟირების შემთხვევაში, გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას ჯამში 2000 ევროს ოდენობით, ორთვიანი სტაჟირების შემთხვევაში კი - ჯამში 1330 ევროს ოდენობით.
პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და, საჭირო საბუთებთან ერთად, გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreign-relations@iliauni.edu.ge.
- სააპლიკაციო ფორმა (ხელმოწერილი ორიგინალი);
- ორი სარეკომენდაციო წერილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი პროფესორისგან)
- აპლიკანტის CV (Europass ფორმატით).
- ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი;
- სხვა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- უცხოეთში გავლილი სასწავლო კურსების დამადასტურებელი ცნობა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. TrainINcoming-ის ფარგლებში სტაჟირების კონკრეტული მიმართულებების სანახავად მიჰყევით ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ოლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 208 ოთახი (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5,)
ტელეფონი: 2 14 13 88
ელფოსტა:
foreign-relations@iliauni.edu.ge