ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სლოვაკეთის რესპუბლიკა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cdv.uniba.sk/

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ონლაინპლატფორმაზე: https://bit.ly/3itPRdu 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3wqHCHq

კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +421 907 551 404 ან გამოიყენოთ შემდეგი მისამართი: helpdesk@studyabroad.sk

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროცესში სტუდენტების დახმარების თაობაზე.

2022 წელი

ბანერები