ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საუკეთესო ესე - კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად

ახალი ამბები

პლაგიატის ამომცნობი პროგრამის შემქმნელი კომპანია Unplag იწყებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის.

სტიპენდიას მიიღებს სტუდენტი, რომელიც პლაგიატთან დაკავშირებულ თემაზე დაწერს საინტერესო და ორიგინალურ ესეს.

კონკურსანტები თავისუფალი არიან ესეს სტილისა და თემატიკის შერჩევისას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად მოიფიქრონ ესეს შინაარსი თემაზე - როგორ წარმოუდგენიათ პლაგიატის საკითხი სამეცნიერო საზოგადოებაში, ან აირჩიონ თემა შემდეგ ვებგვერდზე.

ესე უნდა იყოს მინიმუმ 500-სიტყვიანი. შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და იუმორი ჩაითვლება უპირატესობად.

  • სასტიპენდიო თანხა შეადგენს 2000 აშშ დოლარს;
  • ესეს წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1-ლი მარტი;
  • გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 2016 წლის 9 მარტს;
  • კონკურსანტი უნდა იყოს სტუდენტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

 კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

ბანერები