ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით 26 სექტემბერს სრული, გაცვლითი, ორმაგი და ერთობლივი პროგრამის სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა.

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან ისწავლიან: შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, აშშ, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, პოლონეთი, ლიტვა, ჩინეთი, ეგვიპტე, პაკისტანი, ნიგერია, კამერუნი, იორდანია, ინდოეთი, ირანი, საუდის არაბეთი და ბოცვანის რესპუბლიკა.

საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის არსებული რესურსებისა და სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია . გარდა ამისა, სტუდენტებისთვის მოეწყო კამპუს ტური და შეხვედრა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ESN საქართველოს წარმომადგენელი, რომელმაც იმ შესაძლებელობების შესახებ ისაუბრა , რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს.

საორიენტაციო დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის ძველი უბნები მოინახულეს.

ბანერები