ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023" ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • განათლება
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
  • სამართალი
  • მენეჯმენტი
  • საჯარო მმართველობა.

განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა

  • დაინტერესებული იყოთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს ან იყოთ დამამთავრებელ კურსზე;
  • იყოთ მაქსიმუმ 30 წლის;
  • ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონე); ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კამპუს ფრანსის წარმომადგენელს, ნათია მსხალაძეს ელფოსტაზე: natia.mskhaladze@institutfrancais.ge

 2022 წელი

 

ბანერები