


საინფორმაციო შეხვედრათა სერია იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ
ღონისძიებები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ტრენინგის პროგრამას - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“.
პროექტის ფარგლებში 20-23 იანვარს ცენტრი ორგანიზებას უწევს შეხვედრებს იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან; შეხვედრებზე იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სადოქტორო პროგრამების შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების თაობაზე.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე არაუგვიანეს 17 იანვრის 18:00 საათისა: https://bit.ly/30grRRf
შეხვედრების განრიგი:
20 იანვარი, 2020
10:00-12:00 Università degli Studi di Modena e Reggio Emilia (მოდენის უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi dell’Aquila (აკუილის უნივერსიტეტი)
21 იანვარი, 2020
10:00-12:00 Alma Mater Studiorum Univeristà di Bologna (ბოლონიის უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi del Piemonte Orientale Amedeo Avogadro (პიემონტეს უნივერსიტეტი)
22 იანვარი, 2020
10:00-12:00 Politecnico di Milano (მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi di Milano-Bicocca (მილანი-ბიკოჩის უნივერსიტეტი)
23 იანვარი, 2020
09:30-11:30 Università degli Studi di Siena (სიენის უნივერსიტეტი)
11:30-12:30 შესვენება
12:30-14:30 Università degli Studi di Sassari (სასარის უნივერსიტეტი)
14:30-15:30 შესვენება
15:30-17:30 Università degli Studi della Tuscia (ტუშის უნივერსიტეტი)
შეხვედრების სამუშაო ენა: ინგლისური.