ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისათვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ეკვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში;

ბ) დოქტორანტების 3-თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ეკვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი – ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ეკვივალენტი ლარში.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების 6-თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ეკვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი – ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ეკვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელისa და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 637,5 ევროს ეკვივალენტი ლარში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.

დეტალური ინფორმაცია კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ  ბმულზე.

ბანერები