ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

3 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა ჩატარდება ღონისძიების - „ესტონეთის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში.

შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

ამჟამად ესტონეთში უკვე არაერთი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. საინფორმაციო შეხვედრა საუკეთესო შანსია, პირადად შეხვდეთ წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კაროლ ინმაგი, ტალინის უნივერსიტეტი
magika@tlu.ee

კეიტ კიისელი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
keit.kiissel@ttu.ee

ალექსანდრე ჩანადირი, ტარტუს უნივერსიტეტი
alexander.chanadiri@ut.ee

 

შეხვედრის დრო: 3 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები