ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 2018 წლის 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ. 

მიმდინარე კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: 2018/19 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისათვის.

შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს: 

➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208

☏ 995 322 220009-367

✉ erasmusplus@iliauni.edu.ge

ბანერები