ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საფრანგეთის უნივერსიტეტის (პარიზი-საკლეი) სამაგისტრო სტიპენდიები

ახალი ამბები

საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Université Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისათვის მაგისტრატურის საფეხურზე.

განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სტუდენტებს. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებას, რომლებიც დაყოფილია 8 სკოლის ფარგლებში, ესენია:

1.ბიომრავალფეროვნება, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (biodiversity, agriculture and food, society and the environment);

2. ბიოლოგია, მედიცინა და  ფარმაცია (biology,medicine and pharmacy);

3. ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები (engineering, information science and technology);

4. ფუნდამენტური მეცნიერებები (Basic sciences;);

5. სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები  (Law and Political Science);

6. ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მართვა (economics, Social Sciences and Management);

7. ჰუმანიტარული მეცნიერებები (humanities);

8. სპორტის მეცნიერებები (Sports Sciences and Human Movement).

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://www.universite-paris-saclay.fr/en/education/masters

სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტიდან ელექტრონული ფოსტით მიიღებენ ოფიციალურ წერილს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და, ამავდროულად, სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების ნებართვას. სტიპენდია გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც, სასტიპენდიო ჟიურის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ შეტყობინებას დაფინანსების შესახებ.

აღნიშნულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად შერჩევის პროცედურა იყოფა 2 ეტაპად. საქართველოს მოქალაქეები განაცხადის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ მეორე ეტაპზე. იხილეთ ვებგვერდი: https://www.universite-paris-saclay.fr/fr/formation/admission

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები