ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „მიგრაცია ევროპის ისტორიაში – წარსული და აწმყო“

ღონისძიებები

19 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 აუდიტორიაში პროფესორი რაფაელა ავერკორნი, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის კათედრის თავმჯდომარე (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია), წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მიგრაცია ევროპის ისტორიაში – წარსული და აწმყო“.

მიგრაცია ევროპის ისტორიის ძირითადი ასპექტია. ევროპა ის კონტინენტია, რომელიც ხასიათდება იმიგრაციისა და ემიგრაციის ტალღებით. ლექცია მიზნად ისახავს მიგრაციის სხვადასხვა ტიპისა და იდენტობის ჩამოყალიბების ანალიზს. მიმოხილული იქნება ჩვ.წ.-ის პირველი ათასწლეულის მიგრაციული პერიოდის შემდგომ ევროპაში მიგრაციის როლი და პრემოდერნულ ხანაში იმპერიების აღზევება და დაცემა. შესწავლილი იქნება მაგალითები და შემთხვევები სხვადასხვა საუკუნიდან, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება ადრეულ მოდერნულ პერიოდზე (მაგ., ფრანგი ჰუგენოტების მსგავსი რელიგიური ჯგუფების მიგრაცია), მოდერნულსა და თანამედროვე პერიოდზე (მაგ., მე-19/მე-20 საუკუნეებში ევროპელი ემიგრანტები და 2015 წელს მიგრანტების კრიზისი).

ძირითადი თემები:

  • მიგრაციის თეორიები, იდენტობის თეორიები, ერის მშენებლობის თეორიები;
  • გერმანია, როგორც ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყანა. წარსული და აწმყო. შემთხვევის ანალიზი;
  • პრემოდერნული ევროპა: მიგრაცია და იდენტობის საკითხები;
  • აშშ და სხვა შერჩეული ქვეყნები, როგორც იმიგრაციის ქვეყნები;
  • ევროკავშირის როლი აქტუალურ პროცესებში;
  • ევროპა, როგორც „ციხესიმაგრე“;
  • თანამედროვე ევროკავშირის პოლიტიკა მიგრაციასა და იდენტობის ფორმირებასთან მიმართებით.

შედეგები და კომპეტენციები:

  • სტუდენტები შეისწავლიან ისტორიულ და თანამედროვე პრობლემებს ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ევროპისმცოდნეობის კონტექსტებში როგორც ევროპულ, ისე გლობალურ დონეზე;
  • განიხილავენ მიგრაციის პოლიტიკას;
  • დაამყარებენ ინტერდისციპლინურ კავშირებს ისტორიას, პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ევროპისმცოდნეობას, საჯარო სამართლის სფეროს შორის;
  • განიხილავენ სწავლებისა და შესწავლის სხვადასხვა მეთოდს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 მაისი, 11:00 -18:00 საათი

ადგილმდებარეობა: F 303 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები