ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“

ღონისძიებები

19 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში პროფესორი გერდ მორგენთალერი (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“.

ლექცია ითვალისწინებს სამართლის სტუდენტებისათვის ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პირველ ყოვლისა, საუბარი შეეხება  ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, გაანალიზებული იქნება ევროპულ ხელშეკრულებათა ძირითადი იდეები, რასაც მოყვება ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების, მათი კომპეტენციებისა და ურთიერთმიმართებების მიმოხილვა. შემდგომ დაწვრილებით იქნება განხილული ევროკავშირის სამართალწარმოების პროცედურები, მათ შორის მისი გავლენა ეროვნულ კანონმდებლობასა და იმ იურიდიული დაცვის სისტემაზე, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის სასამართლომდე. ეს მსჯელობები საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ ევროკავშირის შიდა ბაზარი, მათ შორის საქონლის, სერვისების, მოქალაქეებისა და კაპიტალის მიმოქცევის თავისუფლება და ევროპული ეკონომიკური და მონეტარული კავშირი. დასასრულ გაიმართება დისკუსია ევროკავშირის მოქალაქეობის, ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილების, იმიგრაციისა და ლტოლვილის სტატუსის შესახებ.

ძირითადი თემები:

  • ევროპული ინტეგრაციის ისტორია
  • ევროპული ხელშეკრულებები
  • ევროპული ინსტიტუტები და მათი კომპეტენციები
  • ევროპული კანონმდებლობა, მმართველობა და იურისდიქცია
  • შიდა ბაზარი
  • მნიშვნელოვანი პოლიტიკა
  • ევროზონა
  • შემთხვევის შესწავლა

შედეგები და კომპეტენციები:

  • სტუდენტები შეიმეცნებენ ევროკავშირის ინტეგრაციის სამართლებრივ ჩარჩოებს
  • განიხილავენ სპეციფიკურ სუპრანაციონალურ მიდგომებს
  • ევროკავშირის სამართლის გაგება შემთხვევათა ანალიზით
  • განიხილება ევროპული ინტეგრაციის ეკონომიკური და პოლიტიკური განზომილებები

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 მაისი, 10:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 301 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები