ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2022-2023 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ რუმინულად, სადოქტორო საფეხურზე კი – როგორც რუმინულ, ასევე სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრულ უცხო ენაზე. აპლიკანტს, რომელიც რუმინულ ენას არ ფლობს, სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1-წლიანი მოსამზადებელი კურსი.

რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით მხოლოდ ონლაინპლატფორმის საშუალებით: https://studyinromania.gov.ro/

შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება 2022 წლის 15 ივლისამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://mae.ro/en/node/57477

2021 წელი

ბანერები