ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის სტიპენდია სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამთვიანი კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას.
სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. ვიზიტი შესაძლებელია 2021/22 აკადემიური წლის განმავლობაში.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. შეფასება დამოკიდებული იქნება განმცხადებლის სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტურობაზე.
ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორის, დავიდ ტერტრის ელექტრონულ მისამართზე: david.teurtrie@fgu.ge.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3g6u1Ls