ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ოლივიე დუვილის საჯარო ლექციათა ციკლი

ღონისძიებები

26-27 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის „კვლევები ფსიქოანალიზში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში, ერაზმუს მობილობის პროგრამის დახმარებით, დიდროს უნივერსიტეტის პროფესორი ოლივიე დუვილი წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს.

სალექციო კურსის თემატიკა:

  • სარკის სტადია ჟაკ ლაკანთან და მისი აქტუალობა დღეს
  • იდეალის ძალადობა მოზარდობის ასაკში – ზოგიერთი შენიშვნა რადიკალიზაციასა  და ომზე
  • ტრავმატიზმი, ტრავმატიზმის გადამუშავება და განცდილი ჩიხი: ტრავმატული ნევროზი და ტრავმატული სიგიჟე
  • მელანქოლიის აქტუალურობა/მელანქოლია დღეს

მომხსენებლის შესახებ  

ოლივიე დუვილი  ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და  Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი და ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრია.  იგი არის ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

პირველი ლექცია

დრო: 26 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: E301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეორე  ლექცია

დრო: 27 ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია  (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციების სამუშაო ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები