ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ჯუზეპე მაუჯერის საჯარო ლექციები

ღონისძიებები

Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და შედარებითი კულტურული კვლევების ფაკულტეტის მკვლევარსა და პროფესორს, ჯუზეპე მაუჯერის. მისი კვლევის სფერო მოიცავს იტალიურის, როგორც უცხო ენის, სწავლებას, ენის პოლიტიკის სტრატეგიების შემუშავებასა და იტალიური კულტურის გავრცელებას.

პროფესორი მაუჯერი სტუდენტებისათვის, უცხო ენის მასწავლებელ-პროფესორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გამართავს საჯარო ლექცია/სემინარებს:

იტალიური ენის შემსწავლელ სტუდენტებთან შეხვედრა

დრო: 23 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)

სემინარი იტალიური ენის პედაგოგებისათვის

დრო: 25 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია

ლექციების სამუშაო ენა: იტალიური

დასწრება თავისუფალია.

ბანერები