ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფ. რიჩარდ პაიპსის ლაბორატორიის სტიპენდია მკვლევართათვის

ახალი ამბები

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის რიჩარდ პაიპსის ლაბორატორია აცხადებს მიღებას მკვლევართა სასტიპენდიო პროგრამისათვის.

სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია იმ მკვლევრებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან XX-XXI საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მიგრაციისა და გადასახლებების პრობლემებით. პროგრამა სტიპენდიის მფლობელს საშუალებას აძლევს, 2 კვირიდან 1 თვემდე ისარგებლოს პროფ. რიჩარდ პაიპსის ბიბლიოთეკით, რომელიც რუსეთის იმპერიისა და  საბჭოთა კავშირის შესახებ წიგნების კოლექციითაა მდიდარი.

სტიპენდიის ოდენობაა 5,000 PLN. ვიზიტის თარიღების განსაზღვრა 2021 წლის მანძილზე თავად სტიპენდიის მფლობელს შეუძლია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ გზამკვლევში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 თებერვალი. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები