ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრეზენტაცია თემაზე: „გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი)“

ღონისძიებები

3 ივლისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის პრეზენტაცია თემაზე: „გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი)“.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევა კაბადოკიელი ბერის, გრიგოლ ნაზიანზელის შესახებ. განხილული იქნება მისი ცხოვრებისა (ბიოგრაფიული მონაცემები, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები) და შემოქმედების (ნაშრომები, ხელნაწერთა ტრადიცია და ა. შ.) ცალკეული საკითხები.

დრო: 3 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (Ext)

 

ბანერები