ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პოლ ვალერის უნივერსიტეტის წინასადოქტორო საზაფხულო სკოლა

პოლ ვალერის უნივერსიტეტი მონპელიე 3 აცხადებს მიღებას ერთთვიანი საზაფხულო სკოლისათვის თემაზე: „მემკვიდრეობის განვითარება და ვალორიზაცია, კულტურული ეკონომიკა და საზოგადოებრივი ქმედება“.

კურსი მოიცავს თეორიულსა და მეთოდოლოგიურ სწავლებებს და განკუთვნილია ეკონომიკის, კულტურული პოლიტიკის, მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებებით დაინტერესებული მომავალი დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

კურსი წარიმართება ინგლისურ ენაზე და გაგრძელდება 2018 წლის 2 ივლისიდან 28 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.univ-montp3.fr/fr/etudes-%C3%A0-montpellier-en-lmd/pre-doctoral-school

ბანერები