ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მოკლევადიანი სახელმწიფო სტიპენდიები ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ცხადდება მიღება მოკლევადიან სახელმწიფო სტიპენდიებზე 2023-24 აკადემიური წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე ერთი ან ორი სემესტრით.

პროგრამის მოთხოვნები:

სტიპენდიის მისაღებად კანდიდატს ევალება აირჩიოს აკადემიური პროგრამა, რომლის საგნების მინიმუმ 50% დაკავშირებულია ლიეტუვურ ენასთან. ეს შესაძლოა მოიცავდეს ლიეტუვურ ფილოლოგიას, ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ლიეტუვის ისტორიას, ეთნოლოგიასა და ფოლკლორს, კულტურის კვლევებსა და სხვ.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  1. კანდიდატმა უნდა მიიღოს ოფიციალური მიღების წერილი (Conditional Agreement) შერჩეული უნივერსიტეტიდან;
  2. კანდიდატი უნდა ფლობდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამით მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელ ცნობას;
  3. პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც:
    • სწავლობენ ან ასწავლიან ლიეტუვურ სამეცნიერო ცენტრებში;
    • სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიას ან კულტურას მშობლიურ უნივერსიტეტში.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2023 წლის 8 მაისამდე ამ ბმულის დახმარებით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

2023 წელი

ბანერები