ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საინფორმაციო შეხვედრა

განცხადებები

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანია კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა და, მიგრაციის რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი მოლოდინის შეცვლა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის მაისიდან ბელგიის საემიგრაციო სამსახურთან (ibz) მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანია.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება არაკანონიერი მიგრაციის რისკებზე და საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებული მცდარი მოლოდინის შეცვლა რეალურით.

შეხვედრის ფარგლებში, კანონიერი და უსაფრთხო მიგრაციით დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ სანდო და უახლეს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • ესეების კონკურსი: „ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გავლენა ჩემს მომავალზე“;
  • მიგრაციის კანონიერი მარშრუტები;
  • თავშესაფრის სისტემის არსი, მიზანი და მოთხოვნები;
  • სავიზო პროცედურები ჯერ კიდევ ძალაშია;
  • რას არ გულისხმობს უვიზო რეჟიმი;
  • სწავლა საზღვარგარეთ.

დრო: 17 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები