ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამები

ახალი ამბები

ლეინ კირკლანდის ფონდი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტების შესაძლებლობას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

ამჟამად ფონდი აცხადებს მიღებას 2021/22 სასწავლო წლისათვის შემდეგი სასტიპენდიო პროგრამებისათვის:

1.კირკლანდის კვლევითი პროგრამა - პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45-წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას; ამასთან, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4-წლიანი კვლევის/აკადემიური საქმიანობის გამოცდილება და სამეცნიერო მიღწევები/პუბლიკაციები. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 1-სემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში; გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო, ისე ყოველთვიური სტიპენდიის ანაზღაურებას.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2KsJjP0

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი.

2 , ლეინ კირკლანდის სტიპენდია ინდივიდუალური განვითარებისათვის - პროგრამით სარგლებლობა შეუძლიათ 40-წლამდე აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2-სემესტრიანი სასწავლო ვიზიტი; გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო, ისე ყოველთვიური სტიპენდიის ანაზღაურებას.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2Njnu5D

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის კოორდინატორებს: https://kirkland.edu.pl/en/contact/

ბანერები