ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამები 2022-23 აკადემიური წლისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი მკვლევრებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

ლეინ კირკლანდის სტიპენდია

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთის აკადემიური გაცვლის სააგენტოს, NAWA-ის, მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

პროგრამა განკუთვნილია 40 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარგის ექსპერტებისთვის, რომელთაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სავალდებულოა უმაღლესი განათლების მინიმუმ ოთხი კურსის დასრულება) და მინიმუმ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება.

სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
  • საჯარო ადმინისტრირება
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები
  • გარემოს დაცვა
  • უსაფრთხოების საკითხები
  • კრიზისების მართვა
  • განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://kirkland.edu.pl/ ან იხილეთ დანართი 1.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მარტი.

კირკლანდის კვლევითი პროგრამა

პროგრამა განკუთვნილია 45 წლამდე ასაკის მკვლევართათვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ თანამდებობას; ამასთან კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4-წლიანი კვლევის/აკადემიური საქმიანობის გამოცდილება და სამეცნიერო მიღწევები/პუბლიკაციები. კანდიდატი უნდა ფლობდეს პოლონურ ან ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის შემთხვევაში სავალდებულოა პოლონური ენის A1 დონეზე ცოდნა).

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 1-სემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში; გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო, ისე ყოველთვიური სტიპენდიის ანაზღაურებას.

სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
  • საჯარო ადმინისტრირება
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები
  • გარემოს დაცვა
  • უსაფრთხოების საკითხები
  • კრიზისების მართვა
  • განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://kirkland.edu.pl/ ან იხილეთ დანართი 2.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მარტი.

2022 წელი

 

ბანერები