ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მიღება 2021/22 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ნებისმიერი აკადემიური საფეხურის სტუდენტს სწავლის  და სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს კვლევის მიზნით.

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა სასწავლო მობილობა შესაძლებელია 10 თვემდე პერიოდით, ხოლო სადოქტორო საფეხურზე –  11 თვემდე. სტიპენდიით ანაზღაურდება საცხოვრებლის ხარჯები და გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის – 500 ევრო, ხოლო დოქტორანტებისათვის – 670 ევრო.

კვლევის მიზნით სტიპენდიით სარგებლობა შესაძლებელია 14 დღიდან 5 თვემდე. ბენეფიციარი ყოველდღიურად მიიღებს 30 ევროს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1-ლი აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2NkP9mM

ბანერები