ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კორეის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

ახალი ამბები

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა აცხადებს მიღებას 2019-20 სასწავლო წლისათვის შემდეგ აკადემიურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:

• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)

• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)

• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)

• დოქტორი საჯარო პოლიტიკაში – Ph.D. in Public Policy (PP)

• დოქტორი განვითარების პოლიტიკაში – Ph.D. in Development Policy (DP)

პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო და სამგზავრო ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონულად, ისე ფოსტის საშუალებით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2018 წლის 24 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.kdischool.ac.kr

ბანერები