ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისათვის

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით. 

მობილობის დეტალები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;

  • მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ და ესპანურ/კატალონიურ ენებზე;

  • მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის; მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს სასურველი მიმართულების ენის კომპეტენციის მოთხოვნებს;

  • ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის იხილეთ ბმულზე; მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის იხილეთ ბმულზე.

სტიპენდიის რაოდენობა: 

  • ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR

  • სამგზავრო ხარჯებისათვის - 530 EUR

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);

  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 60 კრედიტი;

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული  Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;

  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას, მინიმუმ, B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);

  • გაითვალისწინეთ, რომ ფაკულტეტს - Faculty of Economics and Business აქვს უცხო ენის სერტიფიკატის სპეციფიკური მოთხოვნები; დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

  • სასწავლო ხელშეკრულება, ხელმოწერილი თქვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიმღები მხარის მიერ; უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, შევსებული დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის განხილვას 3-5 სამუშაო დღე ესაჭიროება;

სასწავლო ხელშეკრულების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან;

  • ნიშნების ფურცელი;

  • შესაბამისი უცხო ენის, მინიმუმ, B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ნომინირების წერილი - გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად მოგვმართოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებას ესაჭიროება 2-3 სამუშაო დღე; 

  • მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინასწარი თანხმობის წერილი შესაბამისი ფაკულტეტის/მიმართულების კოორდინატორისაგან.

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://bit.ly/2S2tLlZ

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2020 წელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2vWI5Eb

ბანერები