ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იტალიის მთავრობის სტიპენდიები

იტალიის მთავრობა უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სხვადასხვა მიმართულებით (სამედიცინო განათლების გარდა).

სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 900 ევროს და გაიცემა, მაქსიმუმ, 45 თვით.

გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების წარდგენის პროცედურა ონლაინ რეჟიმში.

იტალიურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.ambtbilisi.esteri.it

ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.ambtbilisi.esteri.it

ანკეტის საბოლოო ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 10 მაისი, შუაღამე (იტალიის დროით) - 2017 წლის 10 მაისის 02.00 საათი (საქართველოს დროით).

განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის - "Borse on line" - სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://borseonline.esteri.it/BorseOnLine/

გთხოვთ, განაცხადის გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ ოფიციალური შეტყობინების ტექსტს და იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ვებპორტალს Universitaly, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას იტალიის საუნივერსიტეტო სისტემის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:http://www.esteri.it/

 

ბანერები