ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაცვლითი პროგრამები პოლონეთში - შეხვედრა სილეზიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

ღონისძიებები

26 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის პარტნიორი უნივერსიტეტის – სილეზიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი ჩაატარებს პრეზენტაციას, რომელიც დაეთმობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დეტალების განხილვას. შეხვედრის მთავარი თემები იქნება გაცვლითი პროგრამები ილიაუნის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის პროგრამა Erasmus+) შესაძლო სტიპენდიები, სწავლის პოლონეთში გაგრძელების პერსპექტივები და სილეზიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები.

სამუშაო ენა: ქართული.

დრო: 26 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები