ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა 2016-2017 აკადემიური წლისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის, გამოყო სტიპენდიები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

ევროპის კოლეჯი ახორციელებს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

  • ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევები (European Interdisciplinary Studies);
  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (EU International Relations and Diplomacy Studies);
  • ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები (European Political and Administrative Studies);
  • ევროპული ეკონომიკური მეცნიერებები (European Economic Studies);
  • ევროპული იურიდიული მეცნიერებები (European Legal Studies);
  • ევროპული სამართალი და ეკონომიკური ანალიზი (European Law and Economic Analysis (ELEA) specialisation).

კანდიდატების შერჩევის პროცედურა:

  • კანდიდატები უნდა ეწვიონ უნივერსიტეტის ვებგვერდს www.coleurope.eu და მოიძიონ საჭირო ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების, მიღების წესებისა და ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით;
  • კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ და შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა apply online​
  • კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები cf. application instructions

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე. წინასწარ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პროფესორებთან, მათ მიერ არჩეული დეპარტამენტის შესაბამისად.

გრანტი ფარავს სწავლის, განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს.

სტიპენდიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

ბანერები