ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევა ვერონიკა შმუქერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის, გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენისა და ინტერკულტურული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელს, დოქტორ ევა ვერონიკა შმუქერს, რომელიც 17 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „რთული გერმანული ცნება – „სამშობლო“ და მისი კულტურულ-ისტორიული ასპექტები“.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 იანვარი, 17:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები