ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Erasmusdays2020 შეხვედრა ერაზმუსის კურსდამთავრებულებთან Erasmusdays2020

ღონისძიებები

15, 16 და 17 ოქტომბერს აღინიშნება ერაზმუსის საერთაშორისო დღეები!

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 16 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ერაზმუსის კურსდამთავრებულთა შეხვედრა. 

შეხვედრის დეტალები იხილეთ აქ:

Topic: #Erasmusdays - Alumni Networking Session
Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/86289100330?pwd=bWFQQlc4NC9kZ3VFUm5RQTNZeC9xUT09
Meeting ID: 862 8910 0330 
Passcode: 194999

შეხვედრის მიზანია სტუდენტების მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და რჩევების მიცემა პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • თათია რუსიშვილი (უფსალის უნივერსიტეტი, შვედეთი) – გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ზოგადი გამოწვევები და მათი გადალახვის გზები;
  • თამარ წილოსანი (სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი) – ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანი გიგაშვილი (გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) - გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გავლენა ევროპული ღირებულებების განვითარებაზე;
  • თამარ ნაკაშიძე (ტუშის უნივერსიტეტი, იტალია) – კარიერული განვითარების პერსპექტივები Erasmus+ -ის კურსდამთავრებულებისათვის;
  • ლიზიკო ჩადუნელი (უფსალის უნივერსიტეტი, შვედეთი) – მობილობის დროს მიღებული გამოცდილების გამოყენება აკადემიური მიზნებისათვის;
  • შალვა ბერიანიძე; ირაკლი თაკალანძე (გლაზგოს უნივერსიტეტი) – მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები COVID-19-ის პირობებში.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია; ღონისძიების დასასრულს პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ კურსდამთავრებულებს დაუსვან შეკითხვები. 

 

ბანერები