ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

EPOS-ის სასწავლო სტიპენდია

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) 2022/23 აკადემიური წლისათვის აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე „განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის” (EPOS).

პროგრამა განკუთვნილია იმ უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის, რომელთაც აქვთ მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება და დაინტერესებულნი არიან გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლით.

სტიპენდიის ოდენობა კურსდამთავრებულთათვის შეადგენს ყოველთვიურად 861 ევროს, ხოლო დოქტორანტებისთვის – 1,200 ევროს. სტიპენდიის ფარგლებში დამატებით უზრუნველყოფილია როგორც სასწავლო, ისე სადაზღვევო და სამგზავრო ხარჯები.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://bit.ly/3C0pOD5

2021 წელი

ბანერები