ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია

ახალი ამბები

ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია რუმინეთის მთავრობისა და ფრანკოფონიის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ 3-თვიანი კვლევითი ვიზიტი რუმინეთის 28 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ფრანგულ ენაზე ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2LP3UOf

განაცხადის წარდგენა ორი ეტაპისგან შედგება: პრერეგისტრაციის ეტაპზე კანდიდატმა შესაბამისი რუმინული უნივერსიტეტისგან უნდა მოიპოვოს მიღების წერილი; მას შემდგომ, რაც კანდიდატი დაასრულებს პრერეგისტრაციის პროცესს, სტიპენდიის მოსაპოვებლად დასრულებული აპლიკაცია უნდა წარადგინოს 2021 წლის 28 მარტამდე (ბუქარესტის დროით 11:00).

ბანერები