DAAD-ის კვლევითი გრანტი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ("sandwich model")
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აცხადებს კონკურსს კვლევითი გრანტების მოსაპოვებლად დოქტორანტურის სტუდენტების ან ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი.
გრანტი აფინანსებს მშობლიურ უნივერსიტეტში მიმდინარე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ეტაპებს გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უნივერსიტეტებში/კვლევით დაწესებულებებში. ქართველ პროფესორთან ერთად სადოქტორო კვლევას თანახელმძღვანელობას გაუწევს გერმანელი პროფესორი ("sandwich model"). სადოქტორო ნაშრომის დაცვა ხდება აპლიკანტის ქვეყანაში გერმანელი აკადემიური მრჩევლის ზედამხედველობით.
დაფინანსების ხანგრძლივობა:
- კვლევა ჯამში შეიძლება დაფინანსდეს მაქსიმუმ 2 წლით. დაფინანსების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აპლიკანტის სამუშაო განრიგსა და საკვლევ თემაზე.
- გრანტი პირველ ეტაპზე გაიცემა 12 თვით. გახანგრძლივება დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების შედეგზე.
- აპლიკანტს მშობლიური ქვეყნის უნივერსიტეტში ყოფნისას გრანტი შეუჩერდება.
ანაზღაურდება:
- სადოქტორო კანდიდატის თვიური ანაზღაურება გერმანიაში ყოფნისას (1,000 ევრო)
- ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევის და პირადი დაზღვევის ხარჯები
- მგზავრობის ხარჯი, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხარჯებს არ ფარავს უნივერსიტეტი ან სხვა ფონდი
- საცხოვრებლის თანხა
- თვიური ანაზღაურება ოჯახის წევრის ვიზიტისათვის
- გერმანული ენის შემსწავლელი კურსის თანხა საგრანტო პერიოდში
- საჭიროების შემთხვევაში, გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების საფასური
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 15.11.2015
განაცხადის შევსება ხდება ელექტრონულად DAAD-ის ვებგვერდზე.