ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდია 2022-23 სასწავლო წლისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიის ფარგლებში 2022-23 აკადემიური წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 22 სრული სტიპენდია, აქედან 12 განკუთვნილია სასწავლო პროგრამებისთვის ჩეხურ ენაზე, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის.

სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი აკადემიური მიმართულებებით:

  • ინჟინერია/მშენებლობა
  • ეკონომიკა/ფინანსები
  • სოფლის მეურნეობა
  • მათემატიკა/სტატისტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვა
  • ენერგეტიკა

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://bit.ly/3s2U4ck

2021 წელი

ბანერები