ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდის სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას 2022/2023 აკადემიური წლისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევართათვის. 2022/2023 აკადემიურ წელს გასცემს 15 სტიპენდიას, რომელთა ოდენობაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 1,100 ევროს, ხოლო პოსტდოქტორანტებისათვის – 1,630 ევროს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2022 – 31 ივლისი, 2023

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://bit.ly/3ASBaHN

2021 წელი

 

ბანერები