ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2022 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

თუ ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და პოლიტიკა გაინტერესებთ,
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში დაინტერესებულ ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

პროგრამა გრძელდება 2022 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე. განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.).

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესტაგის ვებგვერდზე: www.bundestag.de/ips

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები