ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეული - მეორე ეტაპი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 15-19 აპრილს გამართავს TourMODE კვირეულის 2018-2019 სასწავლო წლის მეორე ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;

▶ პრაქტიკოსმა ლექტორებმა გაუზიარონ პრაქტიკული ცოდნა პროექტის მონაწილეებს;

▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ არამარტო ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
*მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, ჩაერთონ TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტების კონკურსში.

ტრენინგები

რატომ უნდა შეავსო აპლიკაცია?

  • რათა გაიგო მეტი პროექტის „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ შესახებ;

  •  გადადგა პირველი ნაბიჯი შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;

    * სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება“ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;

  • გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;

  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;

  • გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;

  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.

▶ ვის შეუძლია მონაწილეობა?

  •  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს.

  • პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში ან შემაჯამებელ ღონისძიებაში.

▶ როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ
მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2UfL98I

დედლაინი: 10 აპრილი

▶როდის?

TourMODE კვირეული გაიმართება 15- 19 აპრილს.
თითოეულ ტრენინგს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
555383344; 032 2 22 00 09 (270)

 

 

ბანერები