ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გიორგი ბრეგაძის ტრენინგი „ტურიზმის სტატისტიკა და კვლევის მეთოდები“

ღონისძიებები

19 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე.

ტრენინგის თემა: „ტურიზმის სტატისტიკა და კვლევის მეთოდები“

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ბრეგაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა მოწვეულ ლექტორად მუშაობს საქართველოს, შავი ზღვისა და კავკასიის უნივერსიტეტებში. მას აქვს ორი მაგისტრატურის ხარისხი: ეკონომიკის განხრით მიღებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ფინანსების განხრით – გერმანიის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტში. გიორგი ბრეგაძემ ახლახანს დაიცვა დოქტორის ხარისხი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ტურიზმის სექტორში 2012 წლიდან მუშაობს და მას ევალება ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

ბანერები