ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეოთხე ქება

ღონისძიებები

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეოთხე ქებას.

შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს.

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი.

შეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის, და დანტეს, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის, ანალიზი, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება, თუ რა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ.

დრო: 9 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები