სემინარი „სამართლებრივი მექანიზმები შევიწროების წინააღმდეგ“
ღონისძიებები
14 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიაუნის B302 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ორგანიზაცია Expertise France-ის თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის გაიმართება სემინარი „სამართლებრივი მექანიზმები შევიწროების წინააღმდეგ“.
სამართლის სკოლის პროფესორები სემინარზე განიხილავენ შევიწროების ფორმებს და მექანიზმებს მის წინააღმდეგ, გაიმართება დისკუსია მსხვერპლის დუმილის მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე.
სემინარის მონაწილეები იმუშავებენ კაზუსზე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/joNrkDtJPpNNVEDN6
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 14 დეკემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026