სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური არჩევნები 24 ივნისს გაიმართება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის 2025 წლის 13 ივნისის N943-03 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა სამართლის სკოლის  წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების პროცედურები.

დადგენილი წესის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური წევრობის კანდიდატად დარეგისტრირდა სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი ირინა ფარულავა.

არჩევნები გაიმართება 24 ივნისს A411 ოთახში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ფაკულტეტის ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობისათვის სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2025

ბანერები